reportiori.ge - ეკატერინე აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:52
სამართალი
ეკატერინე აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 13:07



თურქეთში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ეკატერინე აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დაკითხვაზე ქართველმა სამართალდამცველებმა დაიბარეს.


აბაშიძემ „რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ის აპირებს ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.



ტილოს თაობაზე სურთ შეხვედრა და არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე რაც მაქვს იმ ინფორმაციას მივაწვდი, მათ შორის ჰუსეინოვის ხელწერილს და სასამართლო გადაწყვეტილებას. ორშაბათს კი სასამართლოდან ამოვიღებ ყველა იმ დოკუმენტს, რაც არსებობს და დამატებით ინფორმაციას წარვადგენ", - განაცხადა აბაშიძემ.



მისი თქმით, ის უჩივის ჰუსეინოვს, რომელმაც თაღლითობით წაიღო ტილო და სრული თანხა არ გადაიხადა.



ასევე, კურიერს დაუკავშირდა ეკატერინე აბაშიძის ძმისშვილი რევაზ აბაშიძე, რომელიც ამბობს, რომ ტილო მამამისმა 15 წლის წინ შეიძინა, თუმცა მათთვის უცნობი იყო თუ ვინ იყო მისი ავტორი. რევაზ აბაშიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში ტილო მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა და შემდეგ უკვე ის გადაიტანეს ეკატერინე აბაშიძესთან.



სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016