reportiori.ge - ზაჰირ ჰუსეინოვი: კულტურის სამინისტრომ ვან დეიკის ტილო ვერ ამოიცნო და ის 5 ათას ლარად შეაფასა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:47
სამართალი
ზაჰირ ჰუსეინოვი: კულტურის სამინისტრომ ვან დეიკის ტილო ვერ ამოიცნო და ის 5 ათას ლარად შეაფასა
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 13:19



ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელიც ერთ-ერთი ის პირია, ვინც ტილო საქართველოდან თურქეთში გადაიტანა, აცხადებს, რომ ვან დეიკის ტილოს კულტურის სამინისტრო ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა, უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეაფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა.



მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტოში შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ფერწერული ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან გატანა ლეგალურად მოხდა.

თავდაპირველად სურათი გასაყიდად სამსუნში ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდგომ გავარკვიეთ ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ამ დრომდე ამ საკითხით მხოლოდ რუსთავი 2" დაინტერესდა და ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ," - განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.



იმას, რომ ცნობილი ტილოს შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს ჰქონდა ადასტურებს მალხაზ მახარაძეც, რომელიც ტილოს ყიდვისა და თურქეთში გადატანის დროს ზაჰირ ჰუსეინოვთან ერთად მოქმედებდა. მახარძე აცხადებს, რომ მათ ტილო თურქეთში ლეგალურად, ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ხელწერილით გაიტანეს. მისივე თქმით, ნახატის ავტორი დადგენილი არ იყო, შესაბამისად ის საზღვარზე გაიტანეს როგორც უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ტილო.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016