reportiori.ge - შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ატამს მაინც მიხედოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:04
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ატამს მაინც მიხედოს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 11:47

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რასაც შეიძლება ეწოდოს „ჟამი დამსხვრეული ოცნებებისა".  „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ეს განცხადება გუშინ „კურიერში" ჩართვისას გააკეთა.

ჟამი დამსხვრეული ოცნებებისა - დემოკრატიის თვალსაზრისით, სოციალური, ეკონომიკური მოდგომარეობის კუთხით. ახლა რომ მოვდიოდი გავიგე, რომ ბენზინზე ფასები ისევ აწეულა. ოდნავ დაიწია ახალი მთავრობის მოსვლის დროს და ეტყობა, ახლა ამოგვაშხამებენ და საარჩევნოდ რაც შეიძლება მეტ თანხებს ამოიღებენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ბორჯომის" და ნაბეღლავის" ფასები ოქტომბრიდან გასამმაგდება. უახლოესი წლების განმავლობაში, პირველად გაძვირდა მატარებლით მგზავრობა. სეზონზე, როდესაც ადამიანებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ქალაქგარეთ გასვლა. საქართველოს ისტორიაში ალბათ პირველად, ატამი კახეთში ღირს 10 თეთრი, რომელიც აზერბაიჯანში გაჰქონდათ, თუმცა აზერბაიჯანის მხარემ შეზღუდვები დააწესა და დღეს ფაქტობრივად, ატმის მეურნეობა განადგურდება, თუ ივანიშვილმა კეთილი არ ინება და არ შეისყიდა ეს ატამი და არ ჩააბარა მარნეულის საკონსერვო ქარხანას. მე მოვუწოდებ ივანიშვილს, ეს გააკეთოს სასწრაფოდ. ატამს მაინც მიხედოს, დემოკრატიას თუ ვერ მიხედა. საარჩევნო სისტემას არ მიხედა , კორუფციას არ მიხედა, ატამს მაინც მიხედოს",- განაცხადა  ნათელაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016