აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტმა სტივენ ბლანკმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
„ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე", - განაცხადა სტივენ ბლანკმა.
ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა. ენერეგტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები „გაზპრომთან" ექნება, რადგან გაზსადენი, რომლითაც ირანიდან საქართველოს სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.
წყარო: კვირის პალიტრა
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა