ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის ხუაკინ გუზმანის, მეტსახელად "ელ ჩაპოს" დაკავებაში გამოძიებას ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი შონ პენი დაეხმარა. მსახიობი ნარკოკარტელის მეთაურთან, მექსიკის ჯუნგლებში, კოლეგასთან, მექსიკელ მსახიობთან ქეით დელ კასტილიოსთან ერთად ინტერვიუს ჩასაწერად გაემგზავრა. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მიაგნეს მექსიკელმა სამართალდამცავებმა ნარკობარონს.
ინტერვიუ კი მსახიობს, ჟურნალმა Rolling Stone შეუკვეთა.
ეს იყო ნარკოკარტელის, "სინალოას" მეთაურის პირველი ინტერვიუ.
ინტერვიუში ელ ჩაპო აღნიშნავდა, რომ მექსიკაში ნარკომაფიის განვითარებაში მისი როლის მნიშვნელობა გაზვიადებულია.
"მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავ, მეტი არაფერი. ვქმნი თუ არა თავად პრობლემებს? არასოდეს", - განაცხადა ელ ჩაპომ.
მექსიკის სპეცსამსახურებმა ნარკობარონი 8 იანვარს დააკავეს.