მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი: NATO-მ „მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა
11 იანვარი, 2016. 13:22
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან" საუბრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, NATO-ს შეეძლო, გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა „მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, „ანტისახელმწიფოებრივ" ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ.
გამოცემა „ბილდთან" საუბარში რუსეთის პირველმა პირმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია.
მისი მოსაზრებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის „შესაძლებლობების შეკავებისკენაა" მიმართული.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40