reportiori.ge - რა გახდა ფატალური შედეგის მიზეზი? - ტრასებზე ნასვამი მოთხილამურეებისთვის რეგულაციებს ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:57
სამართალი
რა გახდა ფატალური შედეგის მიზეზი? - ტრასებზე ნასვამი მოთხილამურეებისთვის რეგულაციებს ითხოვენ
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 14:41

 

 

რა გახდა ფატალური შემთხვევის მიზეზი? - გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოთხილამურე, რომელიც 12 წლის გოგონას დაეჯახა ნასვამი იყო.მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სათხილამურო ტრასებზე ნასვამ მდგომარეობაში ხშირად სრიალებენ და საამისოდ რეგულაციებიც არ არსებობს:


„იურიდიული უფლებაც არავის აქვს, რომ ნასვამი მოთხილამურე ტრასაზე შეამოწმოს. ხშირად ხდება ჩხუბი და შელაპარაკება იმის გამო, რომ ვინმეს ვაფრთხილებთ, ნასვამ მდგომარეობაში ნუ გავა სათხილამუროდ. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლებიც თავს იკავებენ. წესით, ამ პრობლემის რეგულირება კანონის დონეზე უნდა მოხდეს. თუნდაც, პატრულმა დაარეგულიროს საბაგიროს შესასვლელში", - ამბობს ირაკლი ჭირაქაძე ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.


გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.


ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.

 

 

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016