reportiori.ge - ვინ ვერ მოხვდება ახალ საარჩევნო სიებში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:42
პრეს-დაიჯესტი
ვინ ვერ მოხვდება ახალ საარჩევნო სიებში?
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 15:10


„ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა და თქვა, რომ ახალი სახეების ძიებით არის დაკავებული, ძველ სახეებს კი მის გუნდში დარჩენას და სხვადასხვა პოსტზე გადანაწილებას სთავაზობს", - „კვირის ქრონიკის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, საარჩევნო სიის საბოლოოდ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს:

„სია არ არის ჩამოყალიბებული, ერთგვარი მოთელვის პროცესია, ვიცი ჩემი რამდენიმე კოლეგა მოხვდა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის თვალსაწიერში, ვიცი, რომ 30 წლის ზევით კანდიდატებს არჩევენ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. როგორც ვხედავ, „ქართული ოცნების" სიაში არ იქნებიან სახეები, ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც გარკვეულ წრეებში იცნობენ იმ ბიოგრაფიით და იმ მიღწევებით, რაც აქვთ საკუთარ სფეროებში.

 

ისეთი შემთხვევითი ფიგურები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში წარმატებას მიაღწიეს და რბილად რომ ვთქვათ, კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩევიან, აღარ იქნებიან „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში. ყოველ შემთხვევაში პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის ასეთი დავალებაა მიცემული.

 

რასაკვირველია, დაახლოებით ვიცი, ვინ არ იქნება სიაში, მაგრამ არ მინდა გაზეთის ფურცლებზე მათი გვარები მე დავასახელო, ხშირად საყვედურობენ „ქართულ ოცნებას", რომ ივანიშვილმა სპორტსმენებით გადაჭედა სია. საქმე სპორტში კი არ არის, საქმე ის გახლავთ, რამდენად შეუძლია გაწიოს ადამიანმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება სპორტსმენიც იყოს „ოცნების" სიაში და კულტურის სფეროს წარმომადგენელიც, მაგრამ უმრავლესობა იქნება ეკონომიკური, იურიდიული და სამეურნეო სფეროს წარმომადგენელი, რომელთაც აქვთ გამოცდილება, სერიოზული ცოდნა და შეუძლიათ, კანონშემოქმედებითი მუშაობა.

 

ძალიან სერიოზულად აკვირდება მტერიც და მოყვარეც „ქართული ოცნების" სიის შემადგენლობას და თუ ვნახეთ, სია არ იქნება იმ პრინციპით შედგენილი, რაც თვითონ გამოაცხადეს, მაშინ სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევა ეს ყველაფერი.

 

რაც შეეხება ძველ დეპუტატებს, მათ შესთავაზებენ სხვადასხვა მდგომარეობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამის მიღმა დარჩებიან, ასეთი კატეგორია ცოტაა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ როგორ იმუშავა ამ წლების განმავლობაში", - ამბობს მამუკა არეშიძე.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: კვირის ქრონიკა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016