reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: ირაკლი ღარიბაშვილს რაღაც გათვლები აქვს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:40
პრეს-დაიჯესტი
ომარ ნიშნიანიძე: ირაკლი ღარიბაშვილს რაღაც გათვლები აქვს...
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 15:44


ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან შესაძლო წასვლის შესახებ „კვირის ქრონიკის" ჟურნალისტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა. მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან წასვლა გადაწყვეტილი ჯერ არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ახალი პარტია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებასთან" ახლოს იქნება":


„პარტიიდან წავიდაო, ვერ ვიტყვით, ჯერ ეგეც არ არის გადაწყვეტილი. ის სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს პოლიტიკაში და ნუ გამოვრიცხვათ, რომ ეს მოხდეს ჩვენი პარტიის კუთხიდან. ირაკლი ღარიბაშვილს აქვს საკმაო რესურსი, რომ პოლიტიკაში თავისი სიტყვა თქვას. თუ „ქართული ოცნება" ამ პოტენციალს ხელიდან გაუშვებს, ეს იქნება ძალიან საწყენი, არ იქნება სწორი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი პარტია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებასთან" ახლოს იქნება. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი კოალიციის გარეთ არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ბოლომდე დარჩება „ქართული ოცნების" ერთგული. ერთი რამის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მას რაღაც გათვლები აქვს. ეს პროცესები საქმეს უკეთესობისკენ წაიყვანს, ირაკლი პოლიტიკაში გააქტიურდება და იქნება მეორე ძალა არჩევნებში. შეიძლება ამ დღეებში ბევრი რამ გაირკვეს, მოვლენებს ვერ დავასწრებ, ვნახოთ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.




მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: კვირის ქრონიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016