reportiori.ge - ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლე: ცრუობს თუ არა მოწმე, ამის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:23
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლე: ცრუობს თუ არა მოწმე, ამის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 17:39


ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიმდინარე სხდომაზე პროკურორებს მიმართა. მისი თქმით, ცრუობს თუ არა მოწმე, ამის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა.



კერძოდ, საუბარია რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩხრეკის ოქმზე, რომელზეც კრიმუნალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძე ჯერ აცხადებდა, რომ ხელი არ მოუწერია, მას შემდეგ რაც მას ბრალდებულებმა ოქმზე ხელმოწერა აჩვენეს, განაცხადა, რომ შესაძლოა მოაწერა.



ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ხელმოწერაა გაყალბებული თუ მოწმე ცრუობს. ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი ფირცხალავამ მოწმის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.



მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძემ, რომელიც თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო, განაცხადა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში მონაწილეობა არ მიუღია.



არავის უთქვამს ჩემთვის, როდესაც მანქანას ვათვალიერებდი, რომ ავტომანქანაში მსხდომების მხრიდან მოხდა ცეცხლის გახსნა. ალექსანდრე გვაზავამ მითხრა, პატრულის თანამშრომელს შემთხვევით გაუვარდა იარაღიო და იარაღი უნდა ჩავყაროთ დონაძის დავალებით, რომ არ მოხდეს პატრულის დისკრედიტაციაო. მე ეს არ გავაკეთე და იქედან წავედი", - განაცხადა მოწმემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016