reportiori.ge - გია ბურჯანაძე: ქართველი ერის ამოსახოცად ბიოლოგიური ბრძოლაა გამოცხადებული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:01
პრეს-დაიჯესტი
გია ბურჯანაძე: ქართველი ერის ამოსახოცად ბიოლოგიური ბრძოლაა გამოცხადებული!
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 22:39


ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, გია ბურჯანაძე „პრაიმთაიმთან" ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტების მავნებლობის შესახებ საუბრობს. ბურჯანაძის განცხადებით მასიურ მოხმარებაში გაშვებული ქათმის პროდუქტები, თევზეული, მაგალითად- შებოლილი თევზი და ა.შ.  ერთგვარი ბიოლოგიური ბომბია, რომელიც მავნე ჰორმონებს შეიცავს და მისი მიღება კატეგორიულად არ შეიძლება.


„რეალურად ხდება გაფუჭებული ხორცის გაღვიძება, სასაქონლო ფორმაში მოყვანა. ამ პროდუქტების ქიმიური შემადგენლობები, ეს არის ქლორი, ხსნარები, რომელიც გაფუჭებულ პროდუქტს გასაყიდ იერს შესძნეს. ეს ეხება ქათმის ბარკალს, ნებისმიერ ხორცპროდუქტს."- აღნიშნავს ექსპერტი.



„საქართველო გახდა გაფუჭებული, საკმაოდ უვარგისი პროდუქტის რეალიზების ბაზარი, რომლიდანაც კორუმპირებული ადამიანები ჯიბეებს ივსებენ."- გია ბურჯანაძის განცხადებით საქართველო სხვა ქვეყნების საექსპერიმენტო ბაზრად იქცა, სადაც არ კონტროლდება საკვების ვარგისიანობა.


ბურჯანაძე დიასახლისებს საფთხის თავიდან ასაცილებლად რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ მავნე ჰორმონების მიღება.


„საქმე გვაქვს მასობრივ კორუფციულ გარიგებებთან და სწორედ ამიტომ, კანონმდებელი აღარ ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

სამწუხაროა, რომ დღეს სხვა ქვეყნების ექსპერიმენტების საგნად რჩება ქართველი ერი. ვიღაცა, არა ტანკით და არა ხმლებით გვერჩის, არამედ, დღეს ქართველი ერის ამოსახოცად ბიოლოგიური ბრძოლაა გამოცხადებული.

 

ჩვენ, ექსპერტები გთავაზობთ ასეთ რაღაცას. რა უნდა მოვიმოქმედოთ გადასარჩენად? პროფილაქტიკის მიზნით პირველი ნახარშით მიღებული ბულიონი უნდა გადაასხათ და არ გამოიყენოთ. შემდეგ, მეორე ნახარშით მიღებული წვენით შეიძლება ბულიონი გააკეთო და მიაწოდო ბავშვებს."- აცხადებს გია ბურჯანაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016