reportiori.ge - თამაზ მეჭიაური მარგველაშვილზე: ის სულ უკმაყოფილოა და რა ვქნათ ახლა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:40
პრეს-დაიჯესტი
თამაზ მეჭიაური მარგველაშვილზე: ის სულ უკმაყოფილოა და რა ვქნათ ახლა...
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 23:48


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი,  დეპუტატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ  „საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებზე ხელის მოაწერას აფასებს და აღნიშნავს, რომ მარგველაშვილის განცხადებები გაუგებარია.  



„გაუგებარია მარგველშვილის განცხადება საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. არ მესმის, თუ ხელი მოაწერა, მაშინ რაღას  წუწუნებს? რამე უკეთესი შემოგვთავაზა? მას ადრევე ჰქონდა წამოწყებული ეს კამპანია და არ მინდა ახლა ამაზე კომენტარი გავაკეთო. მას ჰკითხეთ ჯობია.

 

მეც არ მომწონს ბევრი რამ ამ კანონში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი კანონია, რომელიც ჩიხში არ შეიყვანს სიტუაციას. ჩემი აზრით, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თუმცა, მე სრულიად სხვა მიმართულებით მგონია შესაცვლელი... მე მაინც მგონია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს თავისი მაჟორტარი დეპუტატი."- განაცხადა მეჭიაურიმა „პრაიმთაიმთან" საუბარში.  


კითხვაზე, თუ რითი ხსნის პრეზიდენტის უკმაყოფილებას, თუკი აღნიშნულ კანონს მან თავადვე მოაწერა ხელი, თამაზ მეჭიაური პასუხობს:


„ეს მას უნდა ჰკითხოთ. ის სულ უკმაყოფილოა და რა ვქნათ ახლა. თუმცა, თუ კანონი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, ის ხელს არ მოაწერდა."- აცხადებს მეჭიაური.




საქართველოს პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.



პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება - ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა.


კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს. იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016