reportiori.ge - კახა კალაძე: „გაზპრომის“ მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: „გაზპრომის“ მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 01:12


ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომსა" და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო და ყოველწლიურად ხელშეკრულებების გადახედვა ხდება.


"რამდენიმე წელია, "გაზპრომსა" და საქართველოს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა. დაახლოებით, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ხდება ამ ხელშეკრულების გადახედვა, თავიდან გაფორმება. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გვქონდა ანალოგიური შეხვედრები, ყოველი წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფს უწევდა შეხვედრები და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებების გაგრძელება.

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, "გაზპრომის" მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით, როგორც დღესაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. საერთაშორისო ვალდებულებებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც "გაზპრომი" ყველა ქვეყანასთან მიმართებაში აკეთებს, ანალოგიურად, საქართველოსთან მიმართებაშიც წამოაყენეს ეს საკითხი და ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავმართეთ მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.  




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016