„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა ქვეყნისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ღარიბაშვილის სახით საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამრჩეული და ქარიზმატული პოლიტიკოსი გამოიკვეთა.
„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს თავისი ქაიზმა, ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. გამოცდილებაც საკმაოდ მიიღო. პოლიტიკიდან მისი საბოლოოდ წასვლა ნამდვილად დანაკარგი იქნება, ამის ფუფუნება არ გვაქვს."- განაცხადა „პრაიმთაიმის" ჟურნალისტთან საუბარში დეპუტატმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ღარიბაშვილმა დამოუკიდებელი პარტია შექმნას, მეჭიაური პასუხობს, რომ ამას მხოლოდ მიესალმება.
„თუ ეს იქნება შეთანხმებულად და არ იქნება გაბრაზბული კაცის პოზიციიდან შექმნილი პარტია, ამას მივესალმები. მას ჰყავს თავისი ელექტორატი, აქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან."- განაცხადა მეჭიაურმა.