reportiori.ge - კახა კალაძე: შესაძლოა, კონკრეტულმა პარტიებმა კოალიცია დატოვონ, ეს ნორმალურია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:39
პრეს-დაიჯესტი
კახა კალაძე: შესაძლოა, კონკრეტულმა პარტიებმა კოალიცია დატოვონ, ეს ნორმალურია...
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 03:49


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადებით, განცხადებები კოალიციის დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.  ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ კოალიციაში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.


"არანაირი პრობლემა არ არსებობს. გუნდში რა თქმა უნდა, იქნება საუბარი კვოტებთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კოალიციაში ყველა პარტიას აქვს თავისი როლი, თავისი ადგილი, და კოალიციის ერთობა და სიძლიერე ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთად და ერთობლივად ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა კალაძე.


კალაძის განცხადებით წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ სურს, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია. 


"წინასწარ არ მინდა რაიმე განცხადებები გავაკეთო. ჩვენ რა თქმა უნდა, გუნდში გვექნება ამაზე საუბარი. პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და ამ მიმართულებით, თუ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმიტომ, რომ კოალიცია ყოველთვის კოალიცია ვერ იქნება, შესაძლებელია, კონკრეტულმა პარტიებმა გარკვეული დროის შემდეგ დატოვონ. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016