reportiori.ge - შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:24
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 10:11



შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გარიკ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თეიმურაზ ბ-ს კუთვნილ ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა. შემდეგ მოპარული ავტომანქანა დაშალა, ნაწილები და აქსესუარები კი სარეალიზაციოდ გაამზადა.



სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარიკ . თბილისში, გორგასლის ქუჩაზე დააკავეს. მოპარული და ნახევრად დაშლილი ავტომანქანა პოლიციამ იმავე დღეს კუპრაძის ქუჩაზე აღმოაჩინა. ავტონაწილები და აქსესუარები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ავტომანქანის მფლობელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 050 ლარი შეადგინა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



გამოძიება ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016