ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მასწავლებლებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი ლუქსემბურგში აქვთ.
2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის - Education at a Glance 2015-ის მიხედვით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად სწავლების დონესა და პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობაზე.
მოცემულ სიაში ასახულია საშუალო ხელფასის ოდენობა აშშ დოლარებში, საჯარო ინსტიტუციების საშუალო დონის იმ მასწავლებელთათვის, რომელთაც 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვთ.
მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი (2013):
1. ლუქსემბურგი 99 900$
2. გერმანია 65 843$
3. კანადა 63 557$
4. ავსტრალია 56 315$
5. ნიდერლანდები 55 697$
6. აშშ 53 758$
7. ირლანდია 52 257$
8. დანია 51 640$
9. ინგლისი 45 595$
10. ნორვეგია 44 538$
მასწავლებლები ლუქსემბურგში წელიწადში საშუალოდ 100 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, მესამედით მეტს, ვიდრე გერმანელი მასწავლებლები; 66 000 დოლარით ეს ქვეყანა მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზეა კანადა, სადაც მასწავლებელთა საშუალო ხელფასი წელიწადში 63 557 დოლარია.
ათეულში ევროპული ქვეყნები ჭარბობენ. არაევროპულ სახელმწიფოთაგან, სიაში შესულია მხოლოდ აშშ, კანადა და ავსტრალია.
წყარო: 1tv.ge
World Economic Forum