reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:43
პრეს-დაიჯესტი
თამაზ მეჭიაური: დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 12:03



მმართველი გუნდის შანსებსა და რესპუბლიკელების რეიტინგზე  Prime Time"- ს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ესაუბრა. მისი თქმით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება მმართველი გუნდი არჩევნებისთვის, გარდაიქმნება, თუ კვლავ კოალიციის რეჟიმში დარჩება:


„გააჩნია, როგორ გავივლით დარჩენილ პერიოდს... მმართველი გუნდი, როგორც სუბიექტი, როგორ ჩამოყალიბდება, ეგეც საინტერესოა. გარდაიქმნება თუ კვლავ კოალიციურ რეჟიმში დარჩება, ესეც მნიშვნელოვანია. მერე თვითონ პარტიის შიგნით როგორ დალაგდება სია, როგორ შეირჩევიან მაჟორიტარები... ამას ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

იმისთვის, რომ ყველა პარტიამ მიიღოს თავისი დამსახურების შესაბამისი ადგილები და არა იმდენი, რამდენის ამბიციაც აქვს, ამისთვის აჯობებს, განსაკუთრებით დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მათი რეალური რეიტინგი განისაზღვროს. ამას არჩევნებზე უკეთესად ვერაფერი დაადგენს. თუ გაირკვევა, რომ ექნებათ იმდენი ძალა და მხარდაჭერა, რომ დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ არადა იმ დოზით მიიღებენ თავის წილს, რამდენიც რეალური მხრდაჭერა ექნებათ და არა იმდენს, რამდენის სურვილიც აქვთ. სურვილები და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და „ქართულ ოცნებას", თუ  ვერ შეჯერდება იმ თანაფარდობაზე, რომელიც რეალურად ასახავს მათ შორის ბალანსს, რეიტინგების თვალსაზრიდით, ყოველ შემთხვევაში ახლოს მაინც არ იქნება რეალობასთან, მაშინ დიდი ამბიციების მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად, მინიმუმ, ბარიერი მაინც ხომ უნდა გადალახონ?! თუ ბარიერს გადალახავენ ბლოკის გაკეთება შეეძლებათ მერე იმ თანაფარდობით, რა თანაფარდობითაც შევლენ პარლამენტში. ეს იქნება სამართლიანი. თუ სიებზე შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ გამოსავალი ეს იქნება", -განაცხადა მეჭიაურმა.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: Prime Time

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016