reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:31
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდება
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 12:50


„ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ სასტუმრო თბილისი მარიოტში", სადაც ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს უახლოეს დღეებში შეხვდება.



ერთი კვირის წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის სახელით წერილი გაეგზავნა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. გვინდა მასთან შეხვედრა და საუბარი საარჩევნო გარემოს საკითხებზე და უკვე გვაქვს პასუხი, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. მე მქონდა კომუნიკაცია და ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვინდა პრემიერთან შეხვედრა, ის გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე და . ხელისუფლების სახელით ერთ-ერთი პასუხიმგებელი პირი. სწორედ ამიტომ ჩვენი სასაუბრო თემა, ძირითადად, შეეხება საარჩევნო გარემოს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში გავაცნობთ მას ჩვენ შეხედულებებს, მოვისმენთ მის აზრს. იმედია, ის იქნება გამონაკლისი ხელისუფლებაში და ადეკვატურობის გამომხატველი პიროვნება. ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაისიგრძეგანებს ჩვენ შეხედულებას და გონიერება გაიმარჯვებს, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ დაემუქროს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016