reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: კახა კალაძე ყოფილი ფეხბურთელია და არ მგონია ვინმეზე ნაკლები მინისტრი იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:27
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: კახა კალაძე ყოფილი ფეხბურთელია და არ მგონია ვინმეზე ნაკლები მინისტრი იყოს
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 13:00



საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპორტსმენებმა და მსახიობებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, ძალიან დიდი როლი შეასრულეს ხელისუფლების ცვლილებაში.



რაც შეეხება სპორტსმენებს და მსახიობებს. მათ ძალიან დიდი როლი შეასრულეს ხელისუფლების ცვლილებაში. მაშინ როდესაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები საკმაოდ თბილად იჯდნენ სხვადასხვა სამსახურებში და ელოდებოდნენ რა შედეგი დადგებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ამ ხალხმა გარისკა და დადგა იქ, სადაც წაგების შემთხვევაში მძიმე შედეგის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. აქედან გამომდინარე, იმათი მხრიდან, ვინც ამ პერიოდში ოქსფორდში ან კემბრიჯში სწავლობდა, სპორტსმენების და მსახიობების მიმართ ქედმაღლური ყურება არ მიმაჩნია სწორად.

სპორტსმენები და მსახიობები პარლამენტში არ არიან იმ დოზით, როგორც ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს. პარლამენტში უნდა იყოს ისეთი თანაფარდობა, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო საქმიანობას. რა თქმა უნდა, საჭიროებაა უფრო მეტად ეკონომისტების და იურისტების, მაგრამ წარმოდგენილი უნდა იყოს სპორტსმენიც, მსახიობიც და .. კახა კალაძე ყოფილი ფეხბურთელია, წარმატებული სპორტსმენია და არა მგონია ეს ხელს უშლიდეს ვინმეზე ნაკლები მინისტრი იყოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016