reportiori.ge - ვასო ურუშაძე: თბილისი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:45
პრეს-დაიჯესტი
ვასო ურუშაძე: თბილისი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 13:27


 

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე  შესაძლოა შუქნიშნები დამონტაჟდეს. თბილისის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად გერმანელი ექსპერტი მოიწვია. ამ თემაზე „ალიას" „ეკო ტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ესაუბრა. როგორც ურუშაძე ამბობს, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, თუ რა დაუჯდა მერიას გერმანელი ექსპერტის მოწვევევა. მისივე თქმით, მერია მხოლოდ პირადი დისკომფორტიდან გამომდინარე, მხოლოდ სააკაძის მოედანს აღიქვამს პრობლემად.


„ჩვენ თბილისის მერიისგან მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, პროექტის ღირებულება და აღნიშნული კომპანიის მიერ შემუშავებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების დოკუმენტი.

 

ჩვენი ორგანიზაცია 2014 წლიდან მუშაობს თბილისში არსებული საცობების პრობლემაზე, გვქონდა არაერთი პროექტი. თბილისის მერიას  შევთავაზეთ რეკომენდაციები დოკუმენტის სახით, რა უნდა გაკეთებულიყო ქალაქში იმისთვის, რომ საცობები განმუხტულიყო. სამწუხაროდ არ ვიყავით ინფორმირებული ამ პროექტის შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია რატომ შეირჩა კონკრეტულად საბურთალოს რაიონი და სააკაძის მოედანი. თბილისში საცობები არის გლობალური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობით, ეს ეხება პარკირების სისტემას, მუნიციპალურ ტრანსპორტს და რაც მთავარია, საგზაო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, თბილისის მერი ალბათ პირადი დისკომფორტიდან გამომდინრე მხოლოდ სააკაძის მოედანს აღიქვამს პრობლემად, სხვა ვერც ერთ ლოგიკურ არგუმენტს ვერ დაგისახელებთ.

 

პირველ რიგში ინფრასტრუქტურული  პროექტები უნდა განხორციელდეს, რაც დაკავშირებულია გარკვეულ  ხარჯებთან, მაგრამ, როგორც ჩანს თბილისის მერია უარს ვერ ამბობს პრემია-დანამატებზე და პირად კომფორტზე, შესაბამისად მარტივი გამოსავალი იპოვეს და სურთ შუქნიშნის დაყენებით მოაგვარონ თბილისში აღნიშნული პრობლემა. სინამდვილეში კი ეს მიდგომა სიტუაციას გააუარესებს და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ასეთი მმართველობის პირობებში, მომავალში თბილისი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული", - ამბობს ურუშაძე.




მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ალია

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016