reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:30
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 15:16



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.


საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ   ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და  რეგიონის  უსაფრთხოების  თემებზე.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებს.


ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს იმ დახმარებისთვის, რასაც პარტნიორი ქვეყანა საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით  უწევს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016