reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: უსინდისობაა იმ ადამიანების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:36
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: უსინდისობაა იმ ადამიანების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 15:29



ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სპორტსმენები და მსახიობები სიაში ვეღარ მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჟაჭვლიანი „ალიასთან" საუბრისას პასუხობს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ახალგაზრდაა და წინ გარბის. მისივე თქმით, საქართველო არა პოლიტიკოსებით არამედ, მსახიობებით, მეცნიერებით, რეჟისორებითა და სპორტსმენებით არის ცნობილი.



„რა განცხადებაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, აქედან ჩანს, რომ ის არის ძალიან ახალგაზრდა და წინ გარბის. ასეთი ჩანაფიქრი რომც იყოს, არ უნდა ეთქვა, თუკი მას პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია. იცით რატომ არ უნდა ეთქვა? მაშინ, როცა საქართველოს 80% ერთ ადგილას იყო შემძვრალი, როცა ჟურნალისტები ეკითხებოდნენ სააკაშვილის ერთი ნაკლი გვითხარითო, ყველა რომ იმალებოდა და პასუხს ვერ სცემდა  ახლა ამოიდგა ყელამ ენა...

 

ადამიანს დიდ თავისუფლებას რომ მიანიჭებ და ლოიალური იქნები, ხომ იცი, მერე სიტყვა გაექცევა. უსინდისობაა, იმ სპორტსმენების, მსახიობების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა.

 

სოსო ჯაჭვლიანი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსახიობი, ოღონდ ამას გულწრფელად ვლაპარაკობ. ჩემს თავს მსახიობად არ ვთვლი, მსახიობები პარლამენტში მახვევიან 90 პროცენტი. მსგავსი მსახიობები დედამიწის ზურგზე არსად არ მინახავს, თან უნიჭო მსახიობები არიან.

 

საქართველოს კი პოლიტიკოსებით არავინ არ იცნობს, საქართველოს ყოველთვის დიდი მსახიობებით, დიდი სპორტსმენებით, მეცნიერებითა და რეჟისორებით იცნობდნენ.

 

 

„საეთაშორისო გამჭვირვალობამ" კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტში არის  120-მდე იურისტი, ეკონომისტი,  ბიოლოგი და ასე შემდეგ. ამ იურისტებმა და ეკონომისტებმა გაასწორეს მიწასთან საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში. ესე იგი რა, ჩვენ, მსახიობები და სპორტსმენები  ვუშლით ხელს?! და თუ ჩვენ ვუშლით ხელს, პირადად ჩემს თავზე ვიტყვი, არავის ძალით არ შევტენივარ, ასი წელი არავისთან არ მივალ და არ შევეტენები და ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს ჩვენი ფრაქციიდან, მას გაახსენდება.

 

ერთი ფაქტია, დროს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შემთხვევას ყველა ესწრებოდა. ფრაქციის წევრებს შორის იყო კამათი და ივანიშვილს ვუთხრი, - მე რომ თაფლად ვიქცე, ამათ ჩემთვის ვერდიქტი აქვთ გამოტანილი. იცით, რა მიპასუხა? შენ ხომ არ გავიწყდება და ხომ არ გეშლება, რომ ფრაქციის თავჯდომარი მოადგილე ხარო. მაშინ ვუთხარი, - მე კი არ მეშლება, ამათ ავიწყდებათ, რომ ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე ვარ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისთან საუბარიც მიადვილდება.

 

ფრაქციაში ყველანაირი დონის კამათი მიდის, მაგრამ როცა შენი გუნდი გეტყვის, არ გჭირდებიო, რა დონის ნაძირალა უნდა იყო, თავი დააძალო.

 

მანამდე უფრო კარგი სახელი მქონდა, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდი. რაც ამ ხნის განმავლობაში ხდება, ის რომ არ აღდგა სამართლიანობა, არის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე, ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ყველაფერზე ხალხი გაგიჟდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" გამოკითხვაში  კარგად წერია, რომელ მაჟორიტარს რა პოზიცია უკავია. ნახონ, იქნებ რაიმე გაიგონ, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა პროფესიონალიზმის ნიშნით უდგებიან ესენი, გამაგებინეთ ამ ეკონომისტებმა და იურისტებმა ხომ ააშენეს ქვეყანა?!

 

პარლამენტი ხომ წარმომადგენლობითი ორგანოა. 2004 წელს  ზვიადაური ჩემპიონი რომ გახდა მთელი საქართველო ხომ ტიროდა? მარტო მისი ავტორიტეტი გადაწონის მთელ პარლამენტს, იმდენი სიხარულის ცრემლი დაიღვარა მის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელა და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა. დანარჩენებს უკვე აღარ ჩამოვთვლი. როგორც ჩანს, ვიღაცეებს უნდათ, რომ ეს ერთგული ადამიანები პარტია „ქართულ ოცნებას" ჩამოაშორონ", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ალია




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016