ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ექსპერტებთან და მოადგილეებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა, რომ ის ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას, რადგან "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია:
ამას გარდა, კალაძემ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ იყო კითხვები, რომელსაც შესაბამისი პასუხები გაეცა.
"შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ ამ შეხვედრების გადაცემა პირდაპირ ეთერში არ ხდება და "ლაივის" გაკეთება შეუძლებელია. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები გამართვა სამომავლოდაც გაგრძელდეს.