reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილს უცხოელი კოლეგები პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:52
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილს უცხოელი კოლეგები პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 15:41



საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარებისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ.



საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლორან ფაბიუსის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მისალოცი წერილები მიიღო.



საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და მასთან პარიზში გამართულ შეხვედრას იხსენებს.


 

„საუკეთესო მოგონება დამრჩა გასული წლის 23 სექტემბერს პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრად თქვენი დანიშვნიდან მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამ სტატუსით პირველად სტუმრობდით. ამ შეხვედრის ხარისხმა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ თქვენმა კონსტრუქციულმა შეხედულებამ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული პრივილეგირებული ურთიერთობა დაადასტურა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საფრანგეთი მხარს დაუჭერს თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკის მოდერნიზაცია და სოციალური პროგრესი. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებისას ყოველთვის შეეცდებით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას,"- ნათქვამია ლორან ფაბიუსის მილოცვაში.



გიორგი კვირიკაშვილთან საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გამართულ შეხვედრებს იხსენებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხაზს უსვამს გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა და ორმხრივი ეკონომიკური კონტაქტების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილს მალე კვლავ შეხვდება.



„ჩვენი ორი შეხვედრა საუკეთესოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში - თქვენი პრაგმატული რეალიზმი ნამდვილად დადებით შედეგს მოგიტანთ, იქნება ეს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისას თუ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ ახლახან გამოქვეყნებული დადებითი მოხსენება ქვაკუთხედია საქართველოსთვის, რომლის დადებითი ეფექტის გამყარება ჩვენი საერთო მიზანია", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016