reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: მხდალი ადამიანები დღეს თანამდებობებზე არიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:54
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: მხდალი ადამიანები დღეს თანამდებობებზე არიან!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 18:38



გაზეთ „ალიასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც ატესტაციები გაიარეს და მაღალი ქულები მიიღეს, დღეს უმუშევრები არიან, რადგან ის უსაქმური ადამიანები საქმდებიან, რომლებიც  ვიღაცის „პროტეჟეები" არიან:


„გასაგებია, გუნდია და მისი ერთგული უნდა დარჩე, მაგრამ ასეთი რამ გაგიგია, რომ მთელი გუნდი „ჩალიჩობდეს" როგორმე  გადაგკიდონ შენი თანამებრძოლები.? ჩემი შტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებზე მყავდა, ჩემი დედმამიშვილებით დამთავრებული არავისთვის მითხოვია დასაქმება, 9 წელი უმუშევრები იყვნენ და ახლაც ასე არიან, ალბათ ასეც იქნებიან.

 

ჩემი თანამებრძოლები, ვინც ატესტაციები გაიარეს, 100 ქულიდან  99  ქულა აიღეს, სამსახურში ვერ მოხვდნენ - ადამიანები, ვინც „ოცნების" გამო თავი გაწირეს,  ხოლო ისინი, ვინც ბუჩქებში იმალებოდნენ -დასაქმებულები არიან. ასეთი მხდალი ადამიანები დღეს თანამდებობებზე არიან. აი, ამას აკეთებს ჩემი გუნდი, მაგრამ ჩემი თანამებრძოლები განა იმისთვის იდგნენ ჩემს გვერდით, რომ გამარჯვების შემდეგ პირში პონჩიკს ჩავუდებდი?! მათ თავი გაწირეს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და რა მიიღეს? წიხლი!...

 

უბრალოდ ვერ ვხსნი, რა ხდება. შეიძლება, რომ ატესტაცია რამდენჯერმე გაიაროს ერთი და იგივე ადამიანმა, მიიღოს უმაღლესი ქულა და მის ადგილას ვიღაც უსაქმური, ჩირგვებში დამალული მიიყვანონ და დასვან იმიტომ, რომ ვიღაცის პროტეჟეა...", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ალია

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016