reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ფერისცვალებაში უდიდესი როლი ითამაშა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:03
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ფერისცვალებაში უდიდესი როლი ითამაშა!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 19:03


 

ირაკლი ღარიბაშვილზე და მის წვლილზე ქვეყნის წინაშე „ასავალ-დასავალს" რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა. მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილს აქვს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ სრულიად ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნდობის მანდატი და მისი ბიოგრაფია შეუბღალავია. როგორც ხაინდრავა ამბობს ღარიბაშვილის დამსახურებაა ისიც, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს საქართველოს გადმობირებაში ეჯიბრებიან.

 

„ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ქვეყნის ფერისცვალებაში უდიდესი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მას ამისთვის ასპარეზი ბიძინა ივანიშვილმა მისცა და ვიმეორებ - რომ  არა ბიძინა ივანიშვილი, თქვენც, მეც და რეჟიმთან დაპირისპირებულ ყველა მოქალაქეს ამ საკანში, სადაც უახლეს ისტორიას ვაცოცხლებთ და ფილმს ვიღებ - ცემით დაგლეწავდნენ; ხელბორკილით რადიატორზე მიბმულ, წითელი ტუშით მოხატულ მსახიობს კი  არა, რეალურ ადამიანებს ვიხილავდით და ჩვენც მათ შორის ვიქნებოდით!

 

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ სრულიად ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნდობის მანდატი, მისი ბიოგრაფია შეუბღალავია. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა და არც იმ მითის მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს ქვეყანას", - ამბობს ხაინდრავა.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ასავალ-დასავალი

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016