reportiori.ge - ზაჰირ ჰუსეინოვი: მოვუყევი, როგორ გავიტანეთ ნახატი, არ ვიცოდი, ეს სურათი თუ იყო ძვირფასი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:32
სამართალი
ზაჰირ ჰუსეინოვი: მოვუყევი, როგორ გავიტანეთ ნახატი, არ ვიცოდი, ეს სურათი თუ იყო ძვირფასი
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 17:32



ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ზაჰირ ჰუსეინოვმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე რჩება ზაჰირ ჰუსეინოვთან ერთად დაბარებული მალხაზ მახარაძე.


როგორც ჰუსეინოვმა აღნიშნა, შეკითხვები დაუსვეს, თუ როგორ შეიძინა ნახატი აბაშიძეების ოჯახისგან და როგორ გაიტანა საქართველოდან:

 

"მოვუყევი, როგორ გავიტანეთ ნახატი. იყო თუ არა ეს კონტრაბანდული გზით გატანა. საბუთები არის წესრიგში. საფუძველი არ არსებობს, რომ საქმე აღიძრას საქართველოში, რადგან ყველა დოკუმენტი წესრიგშია. გუშინ გაარკვიეს, რომ დოკუმენტები არის მოწესრიგებული და საგამოძიებო სამსახურში ეს დოკუმენტები წამოიღეს კულტურის სამინისტროდან. მკითხეს საიდან ვიცოდი სურათის შესახებ და როგორ გამოვიტანე. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ეს სურათი იყო ძვირფასი. როგორც იყო, ზუსტად ისე მოვყევი", - აღნიშნა ჰუსეინოვმა.


შეგახსენებთ, ამ ორმა აბაშიძეების ოჯახიდან იყიდეს ნახატი და თურქეთში გადაიტანეს. მათი თქმით, ნახატი ეკა აბაშიძისგან 37 ათას დოლარად შეისყიდეს, თუმცა 7 ათასი გადაიხადეს, ვალად კი დარჩენილია 30 ათასი დოლარი.


თურქული მედიის ცნობით ნახატი ვან დეიკის ნამუშევარია და იგი 14 მილიონად არის შეფასებული.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016