reportiori.ge - მამუკა არეშიძე: მილს გასხვისება არ ემუქრება, რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის არის ერთწლიანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:41
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: მილს გასხვისება არ ემუქრება, რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის არის ერთწლიანი
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 17:39




ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და ექსპერტების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრს უსაყვედურა, რომ საზოგადოებასთან მწირი კომუნიკაციაა.


 

კითხვა იყო უამრავი, სპექტრი იყო უზარმაზარი, დაწყებული იქიდან, საერთოდ რატომ დავიწყეთ თანამშრომლობა და მოლაპარაკებები გაზპრომთან", რას გვაძლევს ეს და დამთავრებული იმით, შესაძლებელია თუ არა ირანული გაზის იმპორტირება საქართველოში. ყველა ამ კითხვაზე მიღებული იქნა ამომწურავი პასუხი. ზოგი პასუხი შეიძლება მოსაწონი იყო, ზოგი - არა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ენერგეტიკაში ნაკლებად ჩახედული პირისთვის, უზარმაზარი სპექტრი აღმოჩნდა ინფორმაციის. საყვედურიც კი ვუთხარი მინისტრს იმის თაობაზე, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის მწირი. საზოგადოებამ არ იცის ყველაფერი ის, რაზეც დღეს იყო საუბარი. გავიგეთ ის, რაც გვითხრეს, რომ მილს გასხვისება არ ემუქრება, რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის არის ერთწლიანი. რაც შეეხება მისი გაფორმების მიზეზებს, იზრდება რაოდენობა მიღებული გაზისა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელია უფრო მეტი და რომ სოკარს", მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გაზი აქვს აზერბაიჯანს, ტექნიკურად არ შეუძლია უფრო მეტის მოწოდება. ასეთი ტიპის პასუხები მივიღეთ", - განაცხადა არეშიძემ.



რაც შეეხება ირანული გაზის საკითხს, არშეიძემ განმარტა, რომ ირანული გაზის საკითხი მომავლის საქმეა და ამ ეტაპზე ყველაფერი ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.


მისი თქმით, ყველა თანხმდება და ამ ინფორმაციას მოწინააღმდეგე აზრის მომხრეებიც ეთანხმებიან, რომ 31 დეკემბერს აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი „გაზპრომთან" და დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებას გეგმავს მისგან.



მამუკა არეშიძის განცხადებით, მთავარი შეცდომა სამინისტროსი არის ის, რომ მოსახლეობას არ აუხსნა, რომ ტრანზიტის სახეობის ფასის შეცვლა რუსეთის მოთხოვნით ხდება.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016