„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ნამდვილად დაეხმარება, მაგრამ პოლიტიკაში არ დაბრუნდება", - განცხადებას რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს:
ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მეცადინეობით ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ფასი დაედო. რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოს გადმობირებაში. სასაცილო სიტუაციაშია ირაკლი ალასანია, რომელიც გაჰყვირის, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთისკენ გადაიხარა! ვიზალიბერალიზაცია სწორედ ღარიბაშვლის მთავრობის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა განაპირობა. რუსეთთან სააკაშვილის მიერ დაძაბული ურთიერთობა, რამაც ომი და ტერიტორიების დაკარვა მოგვიტანა, გარკვეულ დონემდე დაარეგურილა", - აცხადებს ხაინდრავა.
წყარო: ასავალ-დასავალი