reportiori.ge - მალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:35
სამართალი
მალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 18:33



ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ, მალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. მახარაძის განცხადებით, უწყებაში კიდევ დაიბარებენ.



რაც შეეხება გამოკითხვის შინაარსს, აინტერსებდათ ნამდვილად გადაიტანეს თუ არა აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ნამუშევარი თურქეთში და აიღეს თუ არა თანხა.



დღეს დილიდან კითხავდნენ კიდევ ერთ პირს ზაჰირ ჰუსეინოვს, რომელმაც აბაშიძეების ოჯახიდან, მალხაზ მახარაძესთან ერთად შეიძინა ნახატი და არსებული ინფორმაციით, თურქეთში გაიტანა.



თურქული მედიის ცნობით კი, ეს ნახატი ვან დეიკის ნამუშევარია და იგი 14 მილიონად არის შეფასებული.



ჰუსეინოვისა და მახარაძის ინფორმაციით, მათ ნახატი ეკა აბაშიძისგან 37 ათას დოლარად შეისყიდეს, თუმცა 7 ათასი გადაიხადეს, ვალად კი აღიარებულია დარჩენილი 30 ათასი დოლარი.



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე, დაწყებულია მოკვლევა. მოკვლევის ფარგლებში, უკვე დაკითხეს ეკა აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ ნახატი მისი საკუთრებაა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგად, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ძიება დაიწყება.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016