reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:46
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები!
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 22:03



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები, რაც თანხვედრაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან და ამავდროულად, შეაჯეროს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.


შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2017 წლამდე დასრულდება პატიმართა რისკების კლასიფიკაცია და მოხდება მათი გადანაწილება რისკების მიხედვით 4 ტიპის დაწესებულებაში. მთავარ ამოცანად განისაზღვრა პატიმართა რესოციალიზაცია, მათი დასაქმება და განათლება, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კურსის გაგრძელება.


პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ.   ყურადღება გამახვილდა  სახელმწიფოს მხრიდან დიასპორულ პრობლემებზე ზრუნვის გააქტიურების აუცილებლობასა და  დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო  დიასპორულ საინვესტიციო მექანიზმებს, განიხილეს ქართული სახლების კონცეფცია და ონლაინ სკოლის იდეა ახალგაზრდებისთვის.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016