reportiori.ge - კახა კალაძე: „გაზპრომის“ შემოთავაზებული ფასი „სოკარის“ ფასზე ნაკლებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: „გაზპრომის“ შემოთავაზებული ფასი „სოკარის“ ფასზე ნაკლებია
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 23:13



ვიცე- პრემიერის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით „გაზპრომმა" საქართველოს გაზის მიწოდება „სოკარის" ფასებზე უფრო დაბალ ფასად შესთავაზა.


ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „2030"-ში განაცხადა და ენერგოსისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრა.


„აზერბაიჯანიდან მეტი გაზის მიღების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს. "გაზპრომის" მიერ შემოთავაზებული ფასი სოკარის ფასზე ნაკლებია. ამის შესახებ, სოკარს ინფორმაცია მივაწოდეთ და ხვალინდელ შეხვედრაზე დეტალებს გავივლით. აზერბაიჯანულ მხარეს ჩვენთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. ეს თემა მედიამ ააგორა და კომენტირებისგან თავს შევიკავებ." -  განაცხადა კახი კალაძემ. „ჩემი პასუხისმგებლობა საქართველოს ენერგორესურსებით მომარაგების უზრუნველყოფაა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ჩვენი წყლის რესურსების მაქსიმალურად ათვისება უნდა შევძლოთ, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ასევე, 2016 წელს ვგეგმავთ გაზსაცავის პროექტის განხორციელებას, რაც ზაფხულში ზამთრისთვის ბუნებრივი აირის შენახვის საშუალებას მოგვცემს. ეს კი, ზამთარ-ზაფხულში არსებულ დისბალანსის პრობლემას მოაგვარებს." - აღნიშნა მინისტრმა.



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016