რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მისი მრავალსერიანი ფილმის შესახებ საუბრობს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პენიტენციურ სისტემაში არსებული კანონდარღვევები და სხვა უსამართლობები იქნება აღბეჭდილი.
ხაინდრავას განცხადებით დღეს საჭიროა მოსახლეობამ საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ „ნაციონალური" რეჟიმი დასრულდა და აღარასდროს დაბრუნდება.
„ჩვენს ქვეყანას დღეს მშვიდობა, სიყვარული და სინანული სჭირდება. გავაცნობიეროთ, რომ ახალ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ ნაცების პარპაში დასრულდა! ვისი თვალსაწიერიც ნაცების იქით არ ვრცელდება, დაე, კვლავ მათ გარშემო იტრიალონ, ჩვენ კი უნდა აღვიქვათ, რომ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ.
ხელისუფება მოქალაქეებს დიქტატურის მარწუხებით აღარ ბოჭავს, ადამიანები იმ შიშით არ დაიარებიან, რომ ვინმე უმიზეზოდ დაიჭერს ან ქონებას წაართმევს- ეს მართლაც მნიშვნელოვანი მონაპოვარი და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია."- განაცხადა ხაინდრავამ.