reportiori.ge - რა შეღავათები ამოქმედდა მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:08
რეგიონები
რა შეღავათები ამოქმედდა მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან?
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 04:02


1-ელი იანვარიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, რომლითაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი სოციალური შეღავათები წესდება.


უფრო კონკრეტულად, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება.


ასევე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ასევე 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება ანუ, ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს. რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს, ის ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შედის.


კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180-ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360-ლარიანი დანამატი.


სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში და მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს. გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ. სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისათვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. სოციალური შეღავათები ასევე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გათბობით უზრუნველყოფისათვის. მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.


წყარო 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016