reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: მართლა გგონიათ, რომ თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:26
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: მართლა გგონიათ, რომ თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის?!
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 12:33


ქვეყნის მატერიალურ მდგომარეობაზე „ასავალ-დასავალს" რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში ადამიანების ცხოვრების დონე ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, რომ განგაშის ზარის იყოს საჭირო:


„ვერ დაგეთანხმებით, სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს, უკიდურესად გაჭირვებული ფენა არსებობს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი „აიფონია" გაყიდული, რომელთა ღირებულების ჯამი 200 მილიონ დოლარს შეადგენს!

 

პერიფერიებზე მოსახლეობას მართლაც უჭირს - ვგულისხმობ სოფლის მცხოვრებლებს, მაგრამ თბილისს არანაირად არ ეტყობა გაჭირვება. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის? არა! საცობებს განაპირობებს თბილისელების კუთვნილი ურიცხვი მანქანა. მოსახლეობა, რომელსაც ამდენი ავტომანქანა ჰყავს, ვერ ჩაითვლება უკიდურესად გაჭირვებულ საზოგადოებად!  ვაღიაროთ, რომ ადამიანების ცხოვრების დონე ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, რომ განგაშის ზარის დარისხება ღირდეს. ვაღიაროთ, რომ ქვეყანა გამოიცვალა.

 

საქართველოში უდანაშაულოდ აღარ იჭერენ, მამაკაცებს აღარ აუპატიურებენ. მართალია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულები და გადაცდომებიც ხდება, მაგრამ აღარ ხდება ის, რასაც რეჟიმის დროს სისტემატიურად ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ასავალ-დასავალი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016