ქვეყნის მატერიალურ მდგომარეობაზე „ასავალ-დასავალს" რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში ადამიანების ცხოვრების დონე ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, რომ განგაშის ზარის იყოს საჭირო:
„ვერ დაგეთანხმებით, სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს, უკიდურესად გაჭირვებული ფენა არსებობს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი „აიფონია" გაყიდული, რომელთა ღირებულების ჯამი 200 მილიონ დოლარს შეადგენს!
პერიფერიებზე მოსახლეობას მართლაც უჭირს - ვგულისხმობ სოფლის მცხოვრებლებს, მაგრამ თბილისს არანაირად არ ეტყობა გაჭირვება. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის? არა! საცობებს განაპირობებს თბილისელების კუთვნილი ურიცხვი მანქანა. მოსახლეობა, რომელსაც ამდენი ავტომანქანა ჰყავს, ვერ ჩაითვლება უკიდურესად გაჭირვებულ საზოგადოებად! ვაღიაროთ, რომ ადამიანების ცხოვრების დონე ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, რომ განგაშის ზარის დარისხება ღირდეს. ვაღიაროთ, რომ ქვეყანა გამოიცვალა.
საქართველოში უდანაშაულოდ აღარ იჭერენ, მამაკაცებს აღარ აუპატიურებენ. მართალია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულები და გადაცდომებიც ხდება, მაგრამ აღარ ხდება ის, რასაც რეჟიმის დროს სისტემატიურად ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ასავალ-დასავალი