ღარიბი ბიჭი შეყვარებული იყო მდიდარ ქალიშვილზე.
ისინი ხვდებოდნენ. ბიჭი ყურადღებას იჩენდა გოგოს მიმართ. ერთხელაც, როცა მორცხვობა საბოლოოდ გადალახა, ცოლობა შესთავაზა. მდიდარმა გოგონამ დაცინვით მოიშორა თავიდან და შემდეგი სიტყვები უთხრა:
"შენი ხელფასი იმდენია, რამდენსაც მე ერთ დღეში ვხარჯავ. როგორ ფიქრობ, რით უნდა ვიცხოვროთ, როცა ოჯახს შევქმნით? მე ვერასოდეს შევძლებ სიღარიბეში ცხოვრებას. უბრალოდ დამივიწყე. სხვა ვინმე მოძებნე, შენი შესაფერისი და მოიყვანე ცოლად".
რა თქმა უნდა, ამ დამცირებას ახალგაზრდა ვერასოდეს დაივიწყებდა.
დაახლოებით 10 წლის შემდეგ ისინი შემთხვევით შეხვდენენ ერთმანეთს სავაჭრო ცენტრში.
ქალმა მაშინვე იცნო მისი ყოფილი მეგობარი და დაუძახა: "ეი, როგორ ხარ? მე ცოლად გავყევი ძალიან ჭკვიან კაცს, რომლის ხელფასი თვეში 15 700 დოლარია! წარმოგიდგენია?!".
ახალგაზრდამ ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლები ძლივს შეიკავა და არაფერი უპასუხა.
რამოდენიმე წამში ქალთან მივიდა მისი მდიდარი ქმარი. წასვლამდე ის ცოლის ყოფლი შეყვარებულსაც მიესალმა:
"სერ? როგორ ხართ? როგორც ვხედავ უკვე გაიცანით ჩემი ცოლი!".
"გამარჯობა, მისტერ...", - უპასუხა ახალგაზრდამ.
- "მისტერ კარტერ, სერ! არაუშავს, რომ ვერ გაიხსენეთ ჩემი გვარი..."
შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და უთხრა: "ძვირფასო, მინდა ჩემი ბოსი გაგაცნო".
ქალი იმდენად შოკირებული იყო, რომ სიტყვაც კი ვერ დაძრა.
მამაკაცმა მხოლოდ გაუღიმა და თქვა: "მე უნდა წავიდე. მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა! წარმატებულ დღეს გისურვებთ!".
ასე დაშორდნენ ერთმანეთს.
გონზე მოსვლის შემდეგ, ქალი შეეცადა დაეზუსტებინა ქმართან: "ეს არის თქვენი მრისხანე ბოსი?".
"დიახ ძვირფასო, მან 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ ძალიან თავმდაბალ ადამიანად დარჩა. ამბობენ, რომ ძალიან ნაღვლიანი ცხოვრება ჰქონდა. როგორც გავიგე, ადრე ძალიან ჰყვარებია ერთი ქალი, რომელმაც მიატოვა, რადგან იმ დროისთივს ღარიბი იყო. მას შემდეგ თავდაუზოგავად შრომობდა და მიაღწია კიდეც წარმატებას. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის ძალიან ჭკვიანია. ახლა ის მულტიმილიონერია. მაგრამ ადრინდელი მწუხარება ისევ თან სდევს, ამიტომ, დღემდე უცოლოა".
შემდეგ ქმარმა დაამატა: "როგორ ფიქრობ, ახლა იმ ქალმა რომ იცოდეს როგორ მამაკაცზე თქვა უარი, რას განიცდიდა?".
შოკირებული ქალი სიტყვის დაძვრას ვერ ახერხებდა...
მორალი: ცხოვრება ხანმოკლეა. თქვენი საფულე კი თქვენს განსახიერებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამიტომ, ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და ქედმაღალი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
წყარო: b2p.ge