რუსული გამოცემა „იზვესტია"წერს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წინააღმდეგ სანქციებს სავარაუდოდ, კვლავ გაახანგრძლივებენ.
გამოცემის თანახმად, შესაბამის გადაწყვეტილებას ასამბლეის სესიაზე მიიღებენ, რომელიც 25-29 იანვარს სტრასბურგში გაიმართება. ამ ინიციატივას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ დეპუტატები შვედეთიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთიდან.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, სანქციების გახანგრძლივების შემთხვევაში რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში ყოველწლიურ გადასახადს აღარ გადაიხდის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსულ დელეგაციას ხმის მიცემის უფლება, ასამბლეის ორგანოების მუშაობასა და არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობა გასული წლის იანვარში, უკრაინაში არსებული ვითარების გამო აუკრძალა. საპასუხოდ, რუსულმა დელეგაციამ ასამბლეა 2015 წლის ბოლომდე დატოვა.