reportiori.ge - 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:57
სპორტი
21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 17:13


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.



დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ცნობილი გახდა, რომ 17 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, 19 წლამდელთა ნაკრებს კი  გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს.



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ახალი სახელფასო სისტემის შესახებაც ისაუბრა. კობიაშვილმა განმარტა, რომ ახალი სისტემა მწრთვნელების ხელფასების გარკვეულ შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დაწესდება ახალი მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელიც მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც იმოქმედებს.



ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით, ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პასუხს ელის. ლევან კობიაშვილის განაცხადებით, თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს. იგი განმარტავს, რომ ცხადაძის პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.


 

ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მწვრთნელები მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იდგეს", - განაცხადა კობიაშვილმა.



ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა. კობიაშვილის თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ და იჯარას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციია დაფარავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016