15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში 2015 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.
საღამო საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში 15 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ათეულს ქართული ტელევიზიების, რადიოების და პრესის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ. საუკეთესოებს ოლიმპიური ჩემპიონები, მინისტრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტული გაზეთის რედაქტორები დაასახელებენ. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
საღამოზე სპეციალური ჯილდო რადიო JAKO FM-ის საუკეთესო რესპოდენტს კახი კავსაძეს გადაეცემა.
საღამოს სადღესასწაულო ფეიერვერკი დაასრულებს.
2016 წლის 15 იანვარს რადიო JAKO FM 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
JAKO FM-ის შესახებ:
JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული რადიოა. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.
რადიო ატარებს ქართველი ჟურნალისტის, მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძისა და ქართველი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის სახელს. რადიო JAKO FM სისტემატიურად აშუქებს ყველა სპორტულ მოვლენას საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო არენაზე.
2013 წელს რადიო JAKO FM გახდა საერთაშორისო მედია ჰოლდინგ gbtimes-ის ევროპული ოჯახის წევრი. განხორციელებეული ცვლილებების შედეგად, მაუწყებელმა კარდინალური ცვლილებები განიცადა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი და წარმატებული რადიო გახდა. გააჩნია მსოფლიოს წამყვანი რადიოსადგურების დონის ტექნიკური უზუნველყოფა.
2013 წლიდან, JAKO FM გახდა ქართული სპორტის ოფიციალური პარტნიორი, რომლის ფარგლებშიც რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყველა ქართულ ჩემპიონატს თუ სხვა სპორტულ წამოწყებებს.
სპორტთან ერთად, რადიო JAKO FM აშუქებს სხვა უამრავ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ. JAKO FM-ის გუნდმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შემეცნებით-ტურისტული რადიო გადაცემების მიმართულება, რომლის მეშევობითაც მსმენელს საშუალება აქვს გაიგოს მრავალი სიახლე არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს შესახებ.