მსოფლიო
უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს
13 იანვარი, 2016. 17:47
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 იანვარს, უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს.
„BBC"-ის გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებელი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის.
იაცენიუკის განცხადებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ განაცხადა, რომ მატარებელი ოდესის ოლქის ქალაქ ილიჩევსკიდან დაიძრება. მარშრუტის საზღვაო ნაწილისთვის გამოიყენებენ საბორნე გადაზიდვებს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40