reportiori.ge - ზურაბ მიქაძე: სოსო რობაქიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც მე გადამიწყვეტს პირობითი სასჯელი მექნება თუ პატიმრობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:35
სამართალი
ზურაბ მიქაძე: სოსო რობაქიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც მე გადამიწყვეტს პირობითი სასჯელი მექნება თუ პატიმრობა
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 17:59


ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზურაბ მიქაძე რობაქიძის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოსო რობაქიძე არ არის ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი.

მიქაძის თქმით, სოსო რობაქიძე წესრიგის დამრღვევი პირია, რომელიც ცრუობს.



არანაირ კონფრონტაციაში შესვლას რობაქიძესთან არ ვაპირებ, იმის გამო, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჩემი შეურაცხყოფის ფაქტზე. მისი სიცრუით რომ საზოგადოება შეწუხებულია, ეს ყველამ იცის. ასეთივე სიცრუეა, როდესაც რობაქიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესები 5 თვეში ერთხელ ტარდებაო. შეუძლიათ ამოიღონ და ნახონ, რომ საშუალოდ 3-5 კვირაა პროცესებს შორის შუალედი. ეს საპროცესო ნორმებით არის დაცული, რადგან ჩვენს საქმეში აღკვეთის ღონისძიება არც ერთ ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული. საპროესო კოდექსით სწრაფი სასამართლოს ჩატარების მოთხოვნა ბრალდებულების პრეროგატივაა. სოსო რობაქიძემ ისაუბრა, თითქოს 11 დეკემბრის პროცესზე მოწმეს დამბლა დაემართა. ჩვენ სასამართლოზე დავკითხეთ მოწმე და ვკითხეთ, როდის იყო უკანასკნელად სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. მან აღნიშნა, რომ 2012 წელს იმყოფებოდა სისხლძარღვების პრობლემით და მას შემდეგ არ მიუმართავს. ვკითხეთ - დაკითხვის დროს როგორ მდგომარეობაში იყო და თქვა, რომ ჯანმრთელია. ნასვამობაზეც ვკითხეთ და თქვა, რომ მზად არის, ალკოტესტი ჩაუტარდეს, რადგან ნასვამი არ არის. რობაქიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დამბლა დაემართა მოწმეს", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.



რაც შეეხება რობაქიძის ეჭვებს, რომ ბრალდებული დონაძისა და მიქაძის მიმართ, მოსამართლე პირობითი სასჯელის გამოყენებას აპირებს, ზურაბ მიქაძე აღნიშნავს, რომ მას და დონაძეს წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი კანონით განესაზღვრებათ.



საქმეზე ჩასატარებელია უამრავი საგამოძიებო მოქმედება. 80 მოწმიდან მხოლოდ 8-9 მოწმეა დაკითხული. შესაბამისად, დაცვის პოზიციები წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც - თუ კი დაუდასტურდებათ მიქაძეს და დონაძეს ბრალეულობა, კანონი ანიჭებს მოსამართლეს იმის საშუალებას, რომ პირობითი სასჯელი შეგვიფარდოს. რობაქიძე ამბობს, რომ მიქაძეს და დონაძეს სამედიცინო დასკვნები გააჩნიათ და ამით იხელმძღვანელებს მოსამართლე. ეს არის სისულელე. სოსო რობაქიძეს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, განსაზღვროს მოსამართლის სამომავლო მოქმედებები, ის არ არის პროცესის მონაწილე, რომელსაც უფლებამოსილება ექნება მოითხოვოს მოსამართლის აცილება.

სოსო რობაქიძე წესრიგის დამრღვევია არა მხოლოდ ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას, არამედ .. მაღალი საზოგადოების ინტერესის სტატუსის საქმეების განხილვისას. იგი ჩვენს საქმეზე პროკურორებს ხელების ბრახუნით დაემუქრა თანამდებობიდან გათავისუფლებით. მისი ასეთი ქმედებები სრულად წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს და ხედვებს. ეს ყველაფერი დამყარებულია მის ეჭვებზე. უმჯობესია ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული ჩემს მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე. სოსო რობაქიძე არ არის ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი. თუ ამ საკითხს პროცესის მონაწილე რომელიმე სუბიექტი დააყენებს, ჩემს პოზიციას ამის შემდეგ გამოვხატავ. მე რას ვფიქრობ, ეს სოსო რობაქიძის საქმე ნამდვილად არ არის. ის, რაც ხდება სასამართლოს კარს მიღმა, არ ეხება სასამართლო პროცესს. პროცესი ტარდება სასამართლოს დარბაზში. რობაქიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც მე გადამიწყვეტს პირობითი სასჯელი მექნება თუ პატიმრობა", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016