გაზეთ „ასავალ დასავალს" პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ესაუბრა. ბრეგაძის თქმით კვირიკაშვილი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანია და იმედოვნებს, რომ ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილის კურსს გააგრძელებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანია და ვიმედოვნებ ეროვნულობის თვალსაზრისით ირაკლი ღარიბაშვილის კურსს გააგრძელებს.
იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დაუძინებელ მტრებს - ულტრალიბერალებს საშუალებას არ მისცემს, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინონ და ქვეყნის მართვის სადავეები სახეშეცვლილმა „ლევან რამიშვილებმა", „გიგა ბოკერიებმა" თუ „გიგი თევზაძეებმა" ჩაიგდონ ხელში", - ამბობს ბრეგაძე.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ასავალ-დასავალი