აჭარის მთავრობამ ივანაძეების 10 შვილიან ოჯახს ქობულეთის სოფელ კვირიკეში სახლი შეუძინა.
არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, 12 სულიანი ოჯახისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 ათასი ლარი გამოიყო.
ივანაძეების 10 შვილიდან ყველაზე უფროსი 23 წლის არის, ხოლო ყველაზე უმცროსი წლინახევრის. ოჯახს სამი წლის ასაკის ტყუპებიც ჰყავს. მრავალშვილიანმა მამამ, ბაგრატ მანველიძემ მთავრობას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, თვითონ ვერ შეძლო სახლის ყიდვა. როგორც არჩილ ხაბაძემ ოჯახის მონახულების შემდეგ განაცხადა, სახის სახურავის შეკეთებასა და კოსმეტიკურ რემონტს მთავრობა უზრუნველყოფს.
"ოჯახს საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. 10 შვილი ჰყავთ. სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 20 ათასი ლარი, რომლითაც კვირიკეში სახლი შევუძინეთ და გადავეცით. ასევე, დღეს მოვუტანეთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ვაპირებთ, შევუკეთოთ სახურავი და ახლში კოსმეტიკური რემონტის ჩატარებაში დავეხმაროთ", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
2005 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახი ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ჩასახლდა, საიდანაც რთული საცხოვრებელი პირობების გამო ისევ აჭარაში დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ივანაძეების ოჯახი რეგისტრირებულია 10 000 ქულით.