„BBC"-ის გავრცელებულ ინფორმაციაში, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ტელეკომპანია „ეიბისის" ცნობით, აფეთქებების შედეგად გაერო-ს ერთ-ერთი თანამშრომელიც დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება გაერო-ს შენობასთან ახლოს მდებარე კაფე „სტარბაქსთან" განხორციელდა.
სააგენტო „ფრანს პრესის" ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან ექვსი აფეთქება მოხდა, შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმებში კი დაახლოებით 14 მებრძოლი მონაწილეობდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.