reportiori.ge - ლევან კალანდაძე: აზერბაიჯანი ვერ გვივსებს ამ დეფიციტს, რადგან თვითონ ყიდულობს გაზპრომისგან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:36
პოლიტიკა
ლევან კალანდაძე: აზერბაიჯანი ვერ გვივსებს ამ დეფიციტს, რადგან თვითონ ყიდულობს გაზპრომისგან!
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 13:39


 

არის თუ არა აუცილებელი რუსული გაზის დამატებითი მოცულობის შეძენა და ემუქრება თუ არა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას საფრთხე,  რა საკითხებზე მსჯელობს ქართული მხარე გაზპრომთან - ამ თემაზე ექსპერტმა ლევან კალანდაძემ გადაცემა „20/30"-ში გააკეთა განმარტებები. მისი თქმით  მოლაპარაკება იმაზე მიმდინარეობს, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად სარგებლიან პირობებში იყოს მიღებული დეფიციტის შევსების საკითხი:


„თითოეული ჩვენგანი, ვინც დაინტერესებულები ვართ, ბუნებრივია ვისურვებდით უფრო მეტ კომუნიკაციასა და ინფორმაციას, მაგრამ გასათვალისწინებელი ისაა, რომ გაზპრომი არის კომერციული ორგანიზაცია, ისევე, როგორც „სოკარი". სახელმწიფოს ურთიერთობა მოლაპარაკების პროცესში ითვალისწინებს გარკვეულ პროტოკოლს. ქართული და აზერბაიჯანული ხელისუფლება წინასწარ ვერ დაანონსებს იმას, თუ როდის იქნება შეხვედრა და რა თემაზე იქნება საუბარი. ეს არის დროში გაწელილი პროცესი, რომელიც გარკვეულ ეტიკეტს ითვალისწინებს და შესაბამისად გარკვეული პროცედურებისა და  ეტაპების დამთავრების შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს ის, რაც პერიოდულად კეთდება. თუ ვიღაც ვერ იგებს რა თემაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ გვინდა გაზპრომისგან გაზის შეძენა, ჩემთვის ძალიან მარტივი გასაგებია, ჩვენ გვაქვს 11-დან 12 მილიონამდე გაზის დღიური მოხმარება, აქედან ორიდან ორ ნახევრამდე არის დეფიციტი. აზერბაიჯანი ვერ გვივსებს ამ დეფიციტს, რადგან თვითონ ყიდულობს გაზპრომისგან.  ირანიდან ჯერ-ჯერობით ტექნიკურად შეუძლებელია გაზის შემოტანა, თუმცა ამაზეც მიდის მოლაპარაკებები, ეს ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება და რჩება გაზპრომის თემა. მოლაპარაკება იმაზე მიმდინარეობს, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად სარგებლიან პირობებში იყოს მიღებული ამ დეფიციტის შევსების საკითხი. და არა ის რომ ვიღაცამ აზერბაიჯანული გაზი უნდა ჩაანაცვლოს რუსულით", - ამბობს ლევან კალანდაძე.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016