reportiori.ge - გერმანიაში ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი პოეტის ლექსები გამოიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:17
კულტურა
გერმანიაში ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი პოეტის ლექსები გამოიცა
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 14:00



ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით  გამომცემლობის POP Verlag მიერ გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ქართული პოეზიის ანთოლოგია. გერმანულენოვან გამოცემაში გაერთიანებულია ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოები. წიგნში შესულია ახალი, დღემდე გამოუქვეყნებელი თარგმანები. 



წიგნის პრეზენტაცია 15 იანვარს, 15 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება. პრეზენტაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დირექტორი შტეფან ვაკვიცი, კრებულის ავტორები, პოეტები და  მთარგმნელები დაესწრებიან.



კრებული - ქართული პოეზიის ანთოლოგია ნინო პოპიაშვილმა და გერტ რობერტ გრიუნერტმა შედგინეს. გერმანულენოვან თარგმანზე მუშაობდნენ გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლისოვსკი, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე და თამარა ზიგერი.



წიგნს თან ახლავს აუდიო დისკი, სადაც ჩაწერილია 37 ქართველი პოეტის, მათ შორის გალაქტიონ ტაბიძისა და ირაკლი ჩარკვიანის ლექსები ავტორების შესრულებით.



კრებულში გაერთიანებულია შემდეგი ავტორების ნაწარმოებები: ხალხური ლექსები, იოანე ზოსიმე, დავით აღმაშენებელი, ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭელიძე, ირაკლი აბაშიძე, მორის ფოცხიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, იზა ორჯონიკიძე, გივი გეგეჭკორი, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ესმა ონიანი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურია, კარლო კაჭარავა, ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, დათო მაღრაძე, დათო ბარბაქაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ეკა ბაქრაძე, შალვა ბაკურაძე, ირმა შიოლაშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ცირა ყურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ქეთი თუთბერიძე, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, ნიკო გომელაური, დავით დეფი, ირაკლი ჩარკვიანი.





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016