reportiori.ge - სომხეთიდან საქართველოსკენ ღორის გრიპი მოიწევს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:25
პრეს-დაიჯესტი
სომხეთიდან საქართველოსკენ ღორის გრიპი მოიწევს?
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 15:30



„სომხეთიდან საქართველოსკენ ღორის გრიპი მოიწევს?", - ამ სათაურით გაზეთი „ალია" აქვეყნებს სტატიას. 


„სომხური სააგენტოების ინფორმაციით, H1N1 ვირუსით, სომხეთში უკვე მეცხრე ადამიანი დაიღუპა. 10 იანვრისთვის, ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რიცხვი 5-ს შეადგენდა, დღეის მონაცემებით კი  9ს მიაღწია. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა", - წერს გაზეთი „ალია" და თემასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს ესაუბრება:

 

„მინდა დაგიკონკრეტოთ, რომ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში ცირკულირებს ა-გრიპის H1N1 ტიპი, ეს არის ახლა ყველაზე გავრცელებული ვირუსი. ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. თურქეთშიცაა გავრცელებული ეს ვირუსი", - ამბობს იმნაძე.


შეკითხვაზე „არის თუ არა საფრთხე, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრებზე გახშირებული მიმოსვლის გამო, ჩვენთანაც გაიზარდოს დაავადებათა რაოდენობა", - პაატა იმნაძე პასუხობს:


„საზღვრებზე ზომები შეიძლება მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ეს გრიპი, როგორც უკვე გითხარით, არის მთელს მსოფლიოში მოდებული. ჩვენთან ეპიდემია წელს არ იქნება, ახლა დაბალი ინტენსივობაა. საშუალო ინტენსივობას მიაღწევს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში. რაც შეეხება სომხეთში დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეს, ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, დაავადებიდან მერვე დღეს მიმართა ექიმს. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო და გადარჩენაც ვერ მოხერხდა", - დასძენს პაატა იმნაძე.




წყარო: ალია


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016