საქართველოსა და ზაზა ფაჩულიაზე ხუმრობის გამო ამერიკულმა სპორტულმა ტოქშოუ Starters-მა საქართველოს და ზაზა ფაჩულიას ბოდიში მოუხადა.
"ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. გაუგებარია, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ. მას საქართველო უჭერს მხარს. საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა", - თქვეს გადაცემის წამყვანებმა.
მას შემდეგ რაც, გადაცემას გულშემატკივრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს - მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს.
ამასთანავე, წამყვანებმა ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გადაცემა "ნიჭიერის" მხარდაჭერაზე კვლავაც გაიხუმრეს.
https://www.facebook.com/TheStarters/videos/